ამ წუთებში, კოჯორში ბიოლის კომპლექსში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. სხვა სტუმრებთან ერთად, ღონისძიებაზე მივიდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. კანდიდატების დასახელება 11 საათზე დაიწყება და დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდება.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე; მცხეთა – შალვა კერესელიძე; ბოლნისი – გოგი მეშველიანი; საბურთალო – დავით სერგეენკო; გლდანი – ლევან კობიაშვილი; ისანი – სოზარ სუბარი; რაჭა – გოჩა ენუქიძე; გურჯაანი – დავით სონღულაშვილი; თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.
20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.











