“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე ჩვენ გვაშორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ევროპულ სტრუქტურებს, დასავლეთს და კიდევ უფრო მიბმული ვხდებით რუსეთის ორბიტაზე”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციის კურსს გადაუხვია და მისი ქმედებები ჩვენ გვაშორებენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას, ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობდნენ ჯერ კიდევ ჩაშლილ მოლაპარაკებებამდე და შესაბამისად, ჩაშლილი მოლაპარაკებების და ვალდებულებების არშესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდა კრიზისი და კიდევ უფრო დავშორდით ჩვენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ევროატლანტიკურ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯები დავინახეთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.









