22-23 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები, ასევე, განხილული იქნება სხვა პოლიტიკური საკითხებიც.
22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.










