ხვალ ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ მმართველი პარტიიდან აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეხვდებიან დამკვირვებლებს.
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც განაცხადა, თუმცა შეხვედრის დრო, ამ დრომდე, დაზუსტებით არ იყო ცნობილი.
,,ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ,,ეუთო/ ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.










