ახმეტა-თელავი- ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, საკუთარი არჩევანი თელავის პირველ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ქადაგიშვილის განცხადებით, მან არჩევნებში ხმა, ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას მისცა.
„ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესს. რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არ მონაწილებს არჩევნების მეორე ტურში, ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან და დემოკრატიული პროცესის უგელებელყოფა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კორონავირუსით ინფიცირების გამო, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო.
31 ოქტომბერს, მან ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ამომრჩეველთა ხმების, 47, 26%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველმა 40, 43% მიიღო.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ბოტკოველმა უარი, 1 ნოემბერსვე განაცხადა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











