„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რაზე იმსჯელებენ დეპუტატები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სხდომა, სავარაუდიდ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს შეეხება.
შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.










