ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დახურული შეხვედრის დაწყებამდე უკვე კეთდება პირველი კომენტარები.
ერთ-ერთი თემა, რომელზეც უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხია.
„ქართული ოცნების“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.










