დღეს „ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 სამოქალაქო აქტივისი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აცხადებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გონივრული დრო სჭირდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.











