„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.