3 ივნისს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პროცესი ჩაინიშნა.
„ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა.
ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად”, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.











