„ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. პარტიის სიაში 16 ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატიც მოხვდა. ეს არიან დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც ნოემბერში კანონპროექტი ჩავარდა. მათგან ზოგმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ზოგიერთმა კი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ამბოხებული დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვდნენ არიან:
- დიმიტრი ხუნდაძე
- დაჩი ბერაია
- ანზორ ბოლქვაძე
- გოჩა ენუქიძე
- ედიშერ თოლორაია
- გურამ მაჭარაშვილი
- სულხან მახათაძე
- ირაკლი მეზურნიშვილი
- გოგი მეშველიანი
- სავალან მირზოევი
- მიხეილ ყაველაშვილი
- გოდერძი ჩანქსელიანი
- შოთა ხაბარელი
- ნინო წილოსანი
- ირაკლი ხახუბია
- ვიქტორ ჯაფარიძე











