“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს 17:00 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ,” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.










