ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა ,,საქართველოსთვის” როსტომ მეფის სასახლესთან ტრანსპარანტებით მივიდნენ: ,,არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”.
აქტივისტის, ირაკლი ნარსიას თქმით, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
,,ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ქართველი საზოგადოება ამას იმსახურებს,“ – ამბობს ირაკლი ნარსია.
აქციის მსვლელობის დროს ,,ქართული ოცნების” ოფისში ელისო ბოლქვაძე მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა ოფისში ,,მონას” ძახილით შეაცილეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალადმაცველები.











