„ქართულმა ოცნებმ“ დმანისის მერი პარტიიდან გარიცხა – პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.
გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – წერია განცხადებაში










