ქართველ პოლიტიკოსებს სანამ არ წაუთაქებს ვინმე, ევროპელი ან ამერიკელი, მანამდე ვერ ხვდებიან რა ქნან, – ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„ჩამოდის ის კაცი ხვალ და ეტყვის რა ქნან. ესენი იმედია დაუჯერებენ. იმიტომ, რომ თვითონ ვერ მოიფიქრეს, რა უნდა ქნან. მერე ამერიკელი დააყოლებს პანჩურს… ქართველი რომ დამოუკიდებელი არ არის, ეს სამარცხვინო ფაქტია. ეს პოლიტიკოსები დამოუკიდებლად ვერ აზროვნებენ. ხვალ ჩამოვლენ წაუთაქებს და ვნახავთ, რასაც ეტყვის იმას გააკეთებენ,“ – ამბობს კაკაბაძე.








