fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქართველები გვაჩვენებენ, რომ „მათი სახლი უკეთესია“ – არძინბას ძმისშვილის ორაზროვანი ინტერვიუ

23:38 თებერვალი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.5k
ნახვა

„ქართული მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ მას უკეთესი მედიცინა აქვს, სოციალური სტანდარტები, უსაფრთხოება, ანუ იქ ცხოვრება უკეთესია. ქართველები გვაჩვენებენ, რომ „მათი სახლი უკეთესია, დაბრუნდით ჩვენთან“. მაგრამ ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს და ამ სახლში რემონტი გვაქვს გასაკეთებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კედლები დაიშლება და ჭერი პირდაპირ თავში დაგვეცემა” – ამბობს “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში ინალ არძინბა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, სოხუმელი პოლიტიკოსი, ვ.არძინბას ძმისშვილი.

„დააკვირდით საქართველოს თავდაცვის ხარჯებს. ის 300 მლნ დოლარს აღემატება. ეს სერიოზული თანხაა. ის მშპ-ს 2%-ს უდრის და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. საქართველო ცდილობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდეს. საქართველო სავარაუდოდ, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) უკრაინაზე ადრე მიიღებს. ბაიდენის ადმინისტრაცია აუცილებლად გამოიყენებს საქართველოსაც და უკრაინასაც საკუთარ ინტერესებში”

არძინბა მიიჩნევს, რომ “რუსეთ-აფხაზეთის” ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და აფხაზეთმა რუსეთის რეგიონებიდან რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.

ვინ არის ინალ არძინბა?

რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

დაიბადა 1990 წლის 26 ივლისს სოხუმში. მამამისი ბათუ არძინბა 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია.

სოხუმში სკოლის დასრულების შემდეგ 2007-2012 წლებში მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც გამოცდის გარეშე მოხვდა, რადგან სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, რუსეთის მთავრობის მიერ აფხაზებისთვის გამოყოფილი კვოტებით ისარგებლა.

სტუდენტობის პერიოდში გამოსცა წიგნი – „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“. წიგნში 2020 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისადმი ახალი მიდგომებია განხილული. წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი ალექსანდრე ანქვაბია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო 2011-2014 წლებში.

2017 წლის 2 დეკემბერს პუტინის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა.

2018 წლის 18 ივნისს, არძინბამ 2017 წლის ოქტომბერში სოჭში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის პუტინსგან საპატიო სიგელი მიიღო.

კოლეგები მისი მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო „დობერმანს“ ეძახიან.

უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. იგი 2015 წელს სურკოვთან ერთად უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში დასდეს ბრალი.

2018 წლის 24 ოქტომბერს არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭო უნდა გადაიქცეს სტრუქტურად, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებრივ მოღვაწეებს, ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს, ძალოვანი უწყებებისა და სახელმწიფო კორპორაციების წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და ექსპერტებს.

2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით სოციოლოგიური კვლევა – „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში ინალ არძინბა მოხვდა. რუსულ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებამ აფხაზეთში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. შექმნილი გაუგებრობა, სავარაუდოდ, გამოკითხვაში არძინბას უპირობო ლიდერობამ გამოიწვია. არის მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეული ჯგუფები არძინბას აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენას ლობირებენ.

2020 წლის გაზაფხულზე, ინალ არძინბამ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების იდეის შესახებ ისაუბრა. პარტიის სამუშაო სახელია – „Будущее Абхазии“ – („აფხაზეთის მომავალი“), რომლის დამფუძნებელი და კოორდინატორი თავად იქნება.

 

წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

თეგები: ვლადიმერ პუტინიინალ არძინბა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
877
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
841
მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

დეკემბერი 7, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია