fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

15:30 მაისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, გამოვიდე სიტყვით აქ, თბილისის თავისუფლების მოედანზე, ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეს. ამ დღეს საქართველო ზეიმობს 1918 წელს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ქართველმა ერმა მაშინ გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი – მიემხრო თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა სულ რამდენიმე წელში საკუთარი აგრესიით გადაწურა თანამედროვე და დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის იმედი, ერის მეხსიერებაში ეს აღმატებული მოვლენა მაინც სამუდამოდ აღიბეჭდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ქართველებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა სურდათ და 2021 წელს შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეათე წლისთავი.

ამ მოვლენების გახსენებით აშკარად ვაცნობიერებ, რაოდენ ახლო, მოძმე ერია ქართველი ერი პოლონელებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა და თბილისი 2000–ზე მეტი კილომეტრით არიან დაშორებული, ცოტაა ქვეყანა და ერია ესოდენ დაახლოებული, როგორც ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. 1921 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებულმა ელიტამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღორძინებული პოლონეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში. გვახსოვს წმინდა გრიგოლ ფერაძე – გამორჩეული მეცნიერი და თეოლოგი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული დიასპორის სულიერი წინამძღვარი, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა აწამეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.

დღემდე წმინდა გრიგოლ ფერაძე ერთადერთი წმინდანია ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორებს შორის. ჩვენი ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ. სწორედ ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ხორუნჟებმა და ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება საკუთარი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში.

„ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა–ჟლეტის მსხვერპლების წინაშე. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით მოვიგონებთ მათ. ძვირფასო მეგობრებო, პოლონელები და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს. არაერთხელ გვიბრძვია „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადი. როგორც ჩემი თანამემამულე, წინდა იოანე პავლე მეორე აღნიშნავდა, ადამიანს თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს „მიბარებული“, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ, არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად – ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: „პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ჩვენმა მეზობლებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი.

ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა“. არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშს! ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპასა და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თეგები: დამოუკიდებლობის დღეპოლონეთის პრეზიდენტისაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ადამ კინზინგერი: ვამაყობ იმით, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს ვუჭერ

მაისი 27, 2021
815
პოლიტიკა

ბულგარეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე – სტეფან იანევი

მაისი 26, 2021
778
პოლიტიკა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი: მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობებას

მაისი 26, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია