“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არაკონსტრუქციულია, რადგან ოპოზიციისთვის მანდატების ჩახსნას აპირებს, რაც საქართველოში პარლამენტარიზმს დაასრულებს.
“ვემიჯნები ამ პროცესს, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, პატარა პარტია ვართ, ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს და ვერ შევალთ შენობაში, რომელიც რეალურად, პარლამენტი არ იქნება. ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა იგრძნობა იმაშიც რომ, საგანგებო სხდომას ნიშნავენ, რომ ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან, გეგონება, სადმე გაიქცეოდნენ. იმედი არ გვაქვს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ასე იქცევა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ სცემს პატივს”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიცია მანდატებზე უარის თქმის გამო ოპოზიციასაც აკრიტიკებს და მათ ბრიყვებს უწოდებს.
” რევოლუციას ამბობენ და 60 იმუნიტეტიან ადამიანზე ამბობენ უარს, წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით და ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა, უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა, ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია და ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.











