რუსული მედიის ინფორმაციით, გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ კახაბერ ფარფალია ომსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, ფარფალიას გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, მეორე ვერსიით კი მან თავი ჩამოიხრჩო… თუმცა ვრცელდება ვიდეო, რომელიც ორივე ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს, მათ შორის ფეხების, ტანისა და თავის არეში.










