აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც კელი დეგნანი ამბობს, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის ხელმძღვანელი.
„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ქვეყნის ხელმძღვანელად ვინ სურთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს”,- განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.











