ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული შუახნის მამაკაცი დაკავებულია.
მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილსა და დაკავებულს ნათესაური კავშირი აქვთ, ორივე არის ბერიძე და მათ შორის წარსულშიც იყო კონფლიქტი.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











