ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად, ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანის დაეხაჯნენ.
ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
როგორც სამაშველო სამსახურში „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, სხვა არავინ დაშავებულა.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











