ხანძარია აჭარაში. ქედის მუნიციპალიტეტში ცეცხლი გაუჩნდა ტყის ქვედა საფარს. ამ წუთებში აღნიშნულ კერაზე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე მაშველთა 35 კაციანი ჯგუფი მუშაობს, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს უწყებაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










