დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყაჩაღობისთვის ბრალდებული, 19 წლის ვახტანგ ტაბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვახტანგ ტაბიძეს 5- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სავაჭრო ჯიხურის მეპატრონეს თავს დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელმა თანხის გატაცება ვერ შეძლო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. ყაჩაღობაში ბრალდებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდონარის ბესიკ ტაბიძის შვილია. ბესიკ ტაბიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











