რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას ანიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე სენატორები იყვნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
ცვლილებები ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული სკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს უფლება აქვს, დანიშნოს 30 სენატორი, მათგან შვიდს აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამუდამო ვადით შეეძლება.











