ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველი წირვის შემდეგ უტარდებათ.
„სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. ვისაც გადატანილი არ აქვს, ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ. საპატრიარქოში ვინც შედის, მღვდელმთავარი, სასულიერო პირი, ყველას უტარდება ტესტირება“,-განაცხადა მეუფე გერასიმემ.











