მაია ცქიტიშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.
ცქიტიშვილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რჩება.
“ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, რომლის კაბინეტშიც ვიცე-პრემიერი ვიყავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი”, – განაცხად მაია ცქიტიშვილმა.










