ხანძარია ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
„ტერმინალს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სახანძრო მატარებელი. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები”,- აცხადებენ საგანგებო მართვის სამსახურში.
ყულევი-ჭურიის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა.
ავტორი: თეა შონია










