fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყურიდან, წარბიდან და ცხვირიდან მომდიოდა სისხლი – შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ჩვენება 

15:56 ივლისი 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

ცნობილი ხდება გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ჩვენება, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ჩვენებაში იგი ამბობს, რომ მას უცნობი პირები გაურკვეველი საგნით გაუსწორდნენ და მთელი სახელი სისხლიანი ჰქონდა.

„მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ, საიდანაც გადმოვიდა 4 ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს, რომელიც იყო სრული აღნაგობის, ხელში ეჭირა რაღაც ჩემთვის უცნობი გრძელი საგანი, რომელიც მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს. მოხვდა თუ არა მოქნეული საგანი, არ მახსოვს, რადგან ამ დროს, მოულოდნელად, გონება დავკარგე. როდესაც გონებაზე მოვედი, ბუნდოვნად ვხედავდი, რომ წელში მოხრილი ბორძიკით მივდიოდი ხიდის მიმართულებით და უკნიდან რამდენიმე პიროვნება მირტყამდა თავში. მაგრამ მე ვერ ვხედავდი თუ რას მირტყამდნენ, მახსოვს, რომ მივუახლოვდი ხიდის მოაჯირს, სადაც იდო გრძელი რკინა. აღნიშნულ რკინას დავეყრდენი…

….დავინახე, რომ ხიდზე გამყოფ ზოლში იყო ბუჩქები, რის გამოც მე კვლავ გადავკვეთე გზის სავალი ნაწილი და დავიმალე გზის სავალ ნაწილებს შორის არსებულ ბუჩქებში და ვიყურებოდი თბილისის მიმართულებით მოძრავი სავალი ნაწილისკენ…
…მე ვიწექი ბუჩქებში ნიადაგზე და ვამოწმებდი ტანზე მქონდა თუ არა დაზიანებები. ან მქონდა თუ არა მიყენებული ჭრილობები, თუმცა ტანზე რაიმე დაზიანება ან ჭრილობა არ მქონდა. თუმცა, ყურიდან, წარბიდან და ცხვირიდან მომდიოდა სისხლი და მთელი სახე მქონდა სისხლში ამოსვრილი…“, – წერია ჩვენებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ასაჯაროებს.

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები განახლდა.

დილიდან მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა აქვთ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს.

 

თეგები: შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს – გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა პროკურორზე

ოქტომბერი 14, 2020
896
საზოგადოება

შსს-ში შაქარაშვილის საქმის მოწმე ანა გაბეჩავა იმყოფება

ივლისი 23, 2020
1.4k
სამართალი

„გაქცეულებს მანქანიდან ეძახდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს“ – შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ბეჟანიშვილი 

ივლისი 17, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია