ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ ყვარლის ცენტრალურ ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.
დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











