ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უკვე მეორე დღეა ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, 5 ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.










