მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსი მთლიანად გაქრება არ არსებობს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შემდეგ გაჩერებაში“ განაცხადა.
ცერცვაძე აცხადებს, რომ ყველა სხვა ვირუსი გარდა ყვავილის ვირუსისა მსოფლიოში სრულად არ გამქრალა და ის ბუნებაში რჩება.
„ამ ვირუსებით გამოწვეული ეპიდემია, ზოგჯერ პანდემიაც ჩაცხრა გარკვეული დროის შემდეგ, ესეც მათი შინაგანი კანონზომიერებაა. თუმცა აქ ადამიანის ხელიც ურევია, კაცობრიობამ ისწავლა ეპიდემიებთან ბრძოლა, მაგრამ როცა მასთან ბრძოლა არ იცოდნენ, იგივე შიდსის პანდემიის დროს, მაშინაც კი ეპიდემია შენელებისკენ მიდიოდა და ჩაცხრებოდა.
ყველა ეს ვირუსი, გარდა ყვავილის ვირუსისა, რომელიც აღმოფხვრეს დიდი ძალისხმევით და ვაქცინაციით, ყვავილის ვირუსის გარდა სხვა არცერთი ვირუსი არ გამქრალა, ყველა ვირუსი რჩება ბუნებაში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსი მთლიანად გაქრება არ არსებობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











