ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დარჩნენ გარეთ და იქნებადა რამე აფეთქდეს, 2 თვის თავზე იქნებადა ხალხი გამოვიდეს გარეთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “პოსტვ-ის” ეთერში განაცხადა.
“ეს არის ყველაზე საწყენი და გულდასაწყვეტი, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება იქნებ მოხდეს და ამ იმედად ნიშნავს ორი თვის შემდეგ აქცია, რომ ამ ორ თვეში იქნებადა რაღაცა მოხდეს, დაუშვათ, მესამე ტალღამ დაგვარტყას, ტურიზმი არ აღდგეს ან რაღაც სხვა მოხდეს, სოციალური პროტესტი და მას მივეწებოთო. სწორედ აქაც ჩანს სურვილი, რომ მიეწებო რაღაც სხვა მოვლენას.
როდესაც შენი მომავალი პოლიტიკაში ასეთ გათვლაზე კეთდება, რომ იქნებ და რამე აფეთქდეს და ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ქუჩაში გასვლა და ეს ნათლად გამოჩნდა არჩევნებზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ სცნო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, სამართლიანი, კონკურენტული. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ამ პანდემიის დროს მივიდა საარჩევნო ყუთთან. გარეთ კი არ გავიდა და ქუჩაში არ გაჰყვა ოპოზიციას, არამედ მივიდა საარჩევნო ყუთთან და ჯამში, 9 პარტიას მისცა ხმა. ეს არის პირდაპირი დაკვეთა, რომ მეგობრებო, შედით პარლამენტში “, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 15 მაისს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.










