დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხაებით, ქვეყანაში ეპიდსტუაცია უმჯობესდება, რაზეც ინციდენტობის და დადებბითობის მაჩვენებელი მიუთითებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბოლ ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი რომელიც მიუთითებს ეპიდსიტუაციაზე, ქვეყნაში თანდათან უმჯობესდება.
შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი 7-8-ჯერ. დღეს ეს მაჩვენებელი გვაქვს 4,52%, 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 3,63%. ქვეყანა მიდის სტაბილურობისკენ, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 566.











