“მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატოს სამიტზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ჩვენ გვსურდა ყოფილიყო სამიტის საბოლოო დეკლარაციაში არის სრულად ასახული და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისთვის – ნატოში წევრობისთვის, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.










