დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებს, აგრარული ბაზრობებზე მომუშავეებს და სასულიერო პირებს კოვიდტესტირება ჩაუტარდათ, დადებითობის მაჩვენებელი კი საკმაოდ დაბალია.
“ძალიან საინტერესო მონაცემები მაქვს, 4 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,7%-ია დადებითი, დაახლოებით 4 000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და 0,9%-ია დადებითი.
ყველა კომფესიის მსახურები, არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველას მონაცემები ერთად გვაქვს, ცალცალკე არ ვითვლით და დაახლოებით 1 800 გატესტილი და 1%-მდეა დადებითობის მაჩვენებელი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











