„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, რომ ყოველი მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, წინასწარი გამოთვლებით ეს არის მოლოდინი და ამიტომაც საჭიროა მოსახეობასთან ღია კომუნიკაცია.
„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, რომ ყოველი მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი. ეს რის ჩვენი მოლოდინი და სწორედ ამიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და არ გამოიწვიოს ზედმეტი მღელვარება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.











