ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდა.
ყველა მოქალაქეს, რომელიც მესტიას დატოვებს, კარანტინის გავლა მოუწევს.
„შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს.
მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა დაბა მესტიაში, ლენჯერში ან უშგულში ნებისმიერი სმპტომების გამომჟავნებისას მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს” – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.











