პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფო ყველანაირ სტანდარტს შეესაბამება და იქ პაციენტები კარგად გრძნობენ თავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანი იყო მონიტორინგი გვეწარმოებინა აჭარის საავადმყოფოებში. პირველ ეტაპზე ჩვენ ვიყავით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს. ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩვენს კლინიკაში. იმ პროტოკოლით, რომელიც ამ ეტაპზე არის ჩვენ ქვეყანაში, იმედი მაქვს ამ პრობლემას დავძლევთ“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, დღეს აჭარაში ლევან რატიანი და თამარ გაბუნია იმყოფებიან. ისინი აჭარაში ეპიდსიტუაციას აკვირდებიან. ასევე დღეს აჭარაში უნდა ჩასულიყო ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.











