„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასთან შეხვედრას აფასებს.
როგორც მდიანრაძე ამბობს, მმართველი პარტია იმ რეფორმებს გაითვალისიწნებს, რომლებიც „დრაფტში“ არის ჩაწერილი.
„რეფორმის სხვა ნიუანსები აზღვევენ არჩევნების გაყალბებას, მაგრამ საბოტაჟის რისკიც ხომ ნულზე უნდა დავიყვანოთ, იმის ხარჯზე რომ გაყალბების რისკი დაგვყავს ნულზე, საბოტაჟს ვწევთ 100 პროცენტზე, ეს სამსჯელო ნიუანსები იყო, თუმცა, მსჯელობამდეც კი ვერ მივიდა საკითხი მათი ულტიმატუმების გამო,”- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ძნელია იმის თქმა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა საკითხზე დისკუსია გაიმართებოდა, რადგან შესაძლოა, ოპონენტებს არგუმენტი არ ჰქონოდათ, თუმცა, ოპოზიცია დისკუსიაზე საერთოდ არ წავიდა და მსჯელობა ამაზე არ გამართულა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის 7 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორი იქნება შარლ მიშელის შემდგომი ნაბიჯები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დანიელსონი მას მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.











