“პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლი . გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთ თვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„ერთადერთი შანსი არის დარჩენილი, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას ოპოზიციამ, ძალიან სარისკო, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შიმშილის ზღვარზე იქნება ზამთრის ბოლოს მოსახლეობა. ამიტომ ოპოზიციას აქვს შანსი გადალახოს საკუთარი შეურაცხყოფა, გაბრაზება, გადაყლაპოს თავისი ნათქვამი სიტყვა და ჩადგეს ხალხის სამსახურში იმ ძალებით, რა ძალებიც პარლამენტში ექნება“, – ამბობს ხიდაშელი.











