ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბეირუთში აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული ნივთიერება ნამდვილად, ბათუმის პორტიდან 2013 წელს გავიდა, თუმცა ბეირუთში მომხდარ აფეთქებას საქართველოსთან კავშირში არ აქვს.
„საუბარია ამონიუმის გვარჯილაზე, აზოტოვან სასუქზე, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და წარმოადგენს საექსპორტო მასალას. თუკი მას მოხმარების და შენახვის პირობების დაცვის გარეშე შევინახავთ, საკმაოდ სავალალო იქნება. ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით დაიტვირთა გემი 2013 წელს, ვინ შეიძინა, სად იყო, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











