შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურმის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ყველა უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს, ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისებთან საუბრისას განაცხადა.
„კანონიდან გამომდინარე, როგორც საჭირო იქნება ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, თუ სხვა უწყებება. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან. როგორც წესი და რიგია, რასაც დაგვავალებს კანონი, იმას შევასარულებთ“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











