“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ციხის კლინიკაში, სადაც ექსპრეზიდენტი იმყოფება, პროფესიონალები მუშაობენ და მისთვის ყველა საჭირო მომსახურების ჩატარებაა შესაძლებელი, ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
“ყველამ იხილა, რა დონის დაწესებულება არის გლდანის ციხეში, კომფორტული და რაც მთავარია, გამოცდილი ექიმები. 8 ბრიგადა იმუშავებს და არა პატიმრები, სანიტრები, როგორც ჩვენ გვიხატავდნენ სურათს და ცდილობდნენ, ხალხი მოეტყუებინათ. რა კომპონენტი აკლია სააკაშვილს იმისთვის, რათა გაგრძელდეს მოთხოვნა მისი მრავალფუნქციურ ჰოსპიტალში გადაყვანაზე?!” – ამბობს ვოლსკი.










