უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მთავრობის ფორმირების საკითხს ეხმაურება. როგორც ქადაგიშვიი ამბობს, თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნებოდა რადგან იგი კარგად ართმევდა თავს უფლება-მოსილებას.
„კომიტეტებში დაიწყება განხილვა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით. კომიტეტებში იქნება მოსმენა. . 76 ხმა არის საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრი, რომ იქნებოდა გიორგი გახარია ჩვენ საარჩევნო კამპანიის დღიდანვე გამოვაცხადეთ, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გახარია როგორც პოლიტიკოსი და როგორც პრემიერ-მინისტრი, კარგად ართმევდა თავს თავის უფლება-მოვალეობის შესრულებას და ბუნებრივია პარლამენტი და უმრავლესობა დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას კანდიდატურას. რაც შეეხება პერსონალურ შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გააკეთებს პირველ განცხადებებს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.











