fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყველანაირი პროპაგანდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ უკვე ატარებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს – სამადაშვილი

16:20 აპრილი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

“მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არავის აღუძრავს არანაირი საქმე არც მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირთან მიმართებაში, არც ბრძანების გამცემ პირებთან დაკავშირებით და საერთოდ, დაზარალებულის სტატუსიც კი ვისთვის აქვს მინიჭებული “ქართულ ოცნებას” დღემდე საბოლოოდ დაუდგენელია, ამიტომ, აქ საუბარი არის ამნისტიაზე, რომელიც შეეხება კონკრეტულ პირებს. ამ ამნისტიის კანონპროექტით მომავალში არავის არანაირი ინდულგენცია არ ექნება”- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “რუსმთან” განუცხადა, სადაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

“ეს მინდა, ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ ახლა, ვსაუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მათი აზრიც მოვისმინოთ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. ვსაუბრობდით მათ, როგორ ესახებათ სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანაირად დავიცვათ ის ინტერსები, რაც აქვთ დაზარალებულებს, საზოგადოებას, რათა 20 ივნისის მოვლენები მომავალში არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ნახეთ სენატის რეზოლუციის პროექტი და ნახეთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფისთვის ამ შეთანხმების რეალიზაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველანაირი პროპაგანდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ უკვე ატარებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გავცეთ ყველა შეკითხვას, რაც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს.

შესაბამისად, მინდა თქვენი მეშვეობით ვუთხრა მათ, რომ მათ შორის, ჩვენ ვართ მათი წარმომადგენელები ამ პროცესში, ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში დაზარალებულების ინტერესებს და არა, პირიქით. ამ შეთანხმების სულისკვეთება არავისთვის არის ინდულგენციის მიცემა ვინც არის პასუხისმგებელი ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ან მაგალითად იმაზე, რომ მაკო გომური, დღეს, სამწუხაროდ არის დასახიჩრებული, ასევე სხვა ადამიანებიც, ვინც იმ ღამეს მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანება”, – ამბობს სამადაშვილი.

 

თეგები: სალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

დეკემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

დეკემბერი 3, 2021
808
პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ შარლ მიშელს აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად, სწორედ ამიტომ იყო თავშეკავებული – სამადაშვილი

ივლისი 30, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია