“ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობრივი ქმედება განხორციელდა, უმთავრესი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც დააორგანიზეს ეს ყველაფერი, მთელი თვე ისმენდნენ ადამიანების აღშფოთებულ რეაქციას მოსალოდნელ პრაიდზე და მიუხედავად ამისა, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ესკალაცია მომხდარიყო”, – ამის შესახებ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„მათი მთელი თვის ნამუშევარმა გამოიწვია ის, რომ უამრავი ხალხი რეგიონებიდან, თბილისიდან შემოუერთდა დღევანდელ საპროტესტო ტალღას, სამწუხაროდ მოხდა ინციდენტები და და ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეკლესიისთვის მიუღებელი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











