„მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიცია ერთი და იგივეა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
“რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს და ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა სერგეენკომ.











