fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული სენაკში გამოვლინდა

22:08 აპრილი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

სამეგრელოში ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შეჩერების საკითხი და გასატარებელი ღონისძიებები ოპერაციული შტაბის სხდომაზე განიხილეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატება, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,8%-ია.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, ძალოვანი სტრუქტურების სამხარეო ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით გვაქვს 161 ახალი შემთხვევა 3400-მდე გატესტილი მოქალაქიდან. ყველაზე მეტი გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც დაფიქსირდა 60 ახალი შემთხვევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ ჯარიმების საკითხი – პოლიცია, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ნიღბების ტარების, რეგულაციების დაცვის საკითხს, გამოვლინების შემთხვევაში კი აჯარიმებენ ყველა კანონდამრღვევს. სასწავლო დაწესებულებებში კოვიდ ინფექციის დადასტურების შემდეგ მყისიერად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ობიექტის დახურვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელება“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის კოვიდ ინფექციის დადასტურების გამო სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასულია რეგიონის 12 სკოლაში, 15 საბავშვო ბაღში კი შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი.

ოპერაციულმა შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. შტაბმა განიხილა სოციალურ ღონისძიებებსა და პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობები არიან ჩართული.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 832 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 229 რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1149 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება – 112 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ყველა ინფიცირებულის კონტაქტების გამოვლენა და მათი ტესტირება ხორციელდება. დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევაში ხორციელდება მასიური ტესტირება, ასევე მასიური ტესტირება და თერმოსქრინიგი ტარდება კონკრეტულ უბნებსა და სოფლებში კოვიდ-19-ის შემთხვევების აღმოჩენისას.

ავტორი: თეა შონია

თეგები: კორონავირუსისამეგრელო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია