სატრანსპორტო პოლიტიკა არის მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მერმა განაცხადა, ძალიან მალე მუნიციპალური ტრანსპორტი განახლდება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.
„ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლდებული და ძალიან მალე იქნება მოგვარებული ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ასევე მეტროს ვაგონების განახლებაც მოხდება და ახალი ვაგონები დაემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.











